"რა ქნას უნიჭომ? "ხელოვნება" "თავისუფლება" მიაჯღაბნე გალერეის კედელზე და გმირი ხარ! შენნაირი უნიჭოებისთვის", - ამგვარად ეხმიანება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა "ტვიტერზე" ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციას, რომლის მონაწილეებიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ.
"სიბეცე მუდამ ლოზუნგებს ეფარება! "თავისუფლების" და "დამოუკიდებლობის" მოწოდებებით ინიღბება შური და ბოღმა! ესე იყო 1937-ში. დღეს ვერ გვხვრიტავენ... რა ქნას უნიჭომ?
"ხელოვნება" "თავისუფლება" მიაჯღაბნე გალერეის კედელზე და გმირი ხარ! შენნაირი უნიჭოებისთვის...", - წერს ხაინდრავა.