დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, ვინაიდან რუსეთმა ომის ესკალაცია აირჩია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ერთიანობა და სოლიდარობა გამოვავლინეთ, აქტიურად ვმოქმედებდით და ვცდილობდით დიალოგისთვის ხელი შეგვეწყო იქ, სადაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, ვინაიდან რუსეთი ომს ირჩევს, ომის ესკალაციას ირჩევს. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და სამხედრო დანაშაულების ჩადენა არჩია”, - განაცხადა მაკრონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ევროპული ომია, არამედ ომი, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება.
„ამ აგრესიას გამართლება არ აქვს”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.