მთავრობა ყველაფერს აკეთებს უკრაინის შეიარღებული ძალებისა და საჰაერო თავდაცვისთვის გასაძლიერებლად. მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის თემა პრიორიტეტი იყო. ბევრს საუბრობდნენ ჩვენს გამარჯვებაზე. მსოფლიო ლიდერებმა ჩვენს მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი მესიჯები გამოაგზავნეს.
რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი დასასრული აქვს - მარცხი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დამარცხების დასაჩქარებლად. დაძაბული ვითარება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიც. დღეს ეს ადგილი ყველაზე ცხელი წერტილია. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. მადლობა ჩვენს მებრძოლებს რომლებიც სამშობლოს იცავენ. აქტიურად ვმოქმედებთ ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებითაც. ჩვენი მებრძოლები მტერს წინსვლის საშულებას არ აძლევენ და ოკუპანტების იერიშებს იგერიებენ. უკრაინას კარგად ახსოვს ილოვაისი, დონეცკის აეროპორტი და დებალცევოს შეტაკებები. კარგად გვახსოვს მტრის მიერ განხორციელებული თოთოეული იერიში. სამართლიანობა უნდა აღდგეს და ამას ერთიანი ძალებით აუცილებლად გავაკეთებთ.
ამბობს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.