„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – ამ ლოზუნგით იკრიბებიან მოქალაქეები თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქციაზე.
აქციაში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დააფიქსირებენ.აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ცნობისთვის, თბილისის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.