ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების უნიკალური მომენტია. ჩინურ მედიასთან ინტერვიუში, ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ სხვა ასეთი სიტუაცია შეიძლება, აღარ იყოს და ამ მომენტის გამოყენებაა საჭირო, ვიდრე რუსეთი ეკონომიკას საომარ რეჟიმზე გადაიყვანს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი რუსეთის უსაფრთხოებაა, რათა გამოირიცხოს უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, იმოძრაოს მოლაპარაკებების გზაზე, თუმცა აშშ-მა აიძულა კიევის რეჟიმი, უარი ეთქვა რუსეთთან ნებისმიერ დიალოგზე.