როგორც ჩანს, ხათუნა სამნიძეს უკვე აღარავინ უსმენს, არავითარი რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალებით ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხათუნა სამნიძის ტყუილი მიმართულია საკუთარი თავის გაპიარებისკენ.
„ეს არის ხათუნა სამნიძის მიერ მოგონილი ტყუილი, რომელიც ალბათ, მიმართულია საკუთარი თავის გაპიარებისკენ. როგორც ჩანს ხათუნა სამნიძეს უკვე აღარავინ უსმენს, არავითარი რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალების ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამტკიცებს რომ 2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. სამნიძე ამბობს, რომ მაშინ რესპუბლიკელების სიტყვით გამოსვლა ყირიმისა და დონბასის თემას ეხებოდა.