„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან.
„ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან დავიძრათ და გვერდითა შესასვლელებთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ მანამდე ორი მოთხოვნა წამოაყენა და მიმართა „ქართულ ოცნებას“, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ერთ საათში გაეწვია. მისივე თქმით, ასევე უნდა გათავისუფლდნენ გუშინ აქციაზე დაკავებული ადამიანები.