სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან და ამჟამად 30-ზე მეტი ქვეყნის 50-მდე უნივერსიტეტის პარტნიორია.
უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამართლის ფაკულტეტია. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წლიდან საბაუნის სამართლის ფაკულტეტი არის ევროპის სამართლის ასოციაციის (ELFA) წევრი.
სამართლის ფაკულტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სწორედ ამიტომ ისინი აქტიურად იღებენ მონაწილეობას იმიტირებულ პროცესებში, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა აქტივობაში. ფაკულტეტზე მოქმედებს გაცვლითი პროგრამებიც, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ფაკულტეტი გამოირჩევა უნიკალური სასწავლო კურსებით ( სოციალური მედიის სამართალი, დანაშაული და მედია, ბლოკჩეინის სამართალი...).
ფაკულტეტზე მოქმედებს კვლევითი ცენტრები და სამართლის ინსტიტუტი:
• დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
• ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრი
• მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრი
• დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით წელიწადში რამდენჯერმე იმართება სტუდენტური კონფერენციები და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუდენტებს სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობა სტუდენტურ ჟურნალ Magister Legum - ში აქვთ, რომელიც ყოველწლიურად გამოიცემა.
ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ.
სამართლის ფაკულტეტის მთავარი მისია კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიული ეთიკის მქონე იურისტების მომზადებაა.
სამართლის ფაკულტეტზე დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საბაუნის საიტზე.
რატომ უნდა ავირჩიოთ საბაუნი?
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან აქტიურად თანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან ბევრ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა ესწავლა საზღვარგარეთ. უნივერსიტეტში მოქმედებს როგორც გაცვლითი პროგრამები, ასევე ერთობლივი პროექტები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, Erasmus+ ICM, Erasmus+ KA2, FUCE, KAAD სასტიპენდიო პროგრამები. საბაუნის ნებისმიერ ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტს გაცვლითი პროგრამით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა აქვს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში „KAAD“ და „FUCE“ მხოლოდ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მოქმედებს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტებს შემდეგი უპირატესობებით სარგებლობა შეუძლია: საუნივერსიტეტი, საფაკულტეტო და სახელობითი სტიპენდიები, ენების სკოლა, გრანტები.
საბაუნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობაა. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, სტუდენტებმა გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ წამყვან კომპანიებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც.