იატაკის გათბობა არის სისტემა, რომლის მონტაჟისას მილები იატაკში თავსდება და სითბოს თანაბრად ანაწილებს მთელს სივრცეში. იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა:
● იატაკის გათბობის მონტაჟით თავიდან აიცილებთ ჰაერის სიმშრალეს, რაც პირველ რიგში სასუნთქ გზებს აზიანებს
● ექსპლუატაციის ვადა თბილი იატაკის მონტაჟისას 50 წელია;
● ჯვარედინი პოლიეთილენისგან დამზადებული გათბობის მილების დამცავი ფენა ჟანგბადს გამაგრილებელში შეღწევის საშუალებას არ აძლევს;
● თბილი იატაკის გამოყენება გაცილებით უფრო ეკონომიურია, რადგან წყალი მილებში მხოლოდ 45 გრადუსამდე ცხელდება;
● თბილი იატაკი რადიატორების მსგავსად თბილი ჰაერის თავმოყრას სახლის კონკრეტულ წერტილში არ ახდენს, შესაბამისად, თქვენ იღებთ კომფორტს ყოველდღიურად;
იატაკის გათბობის ელექტრო, ტრადიციული, ღერძოვანი, კაბელური და ინფრაწითელი, ასევე ცენტრალური გათბობის სისტემაზე მომუშავე აგრეგატები არსებობს. მთავარი უპირატესობა ტემპერატურის რეგულირების საშუალებაა, სისტემა თავსით ითიშება სასურველი ტემპერატურის მიღწევის შემდგომ, რაც ხარჯების ეკონომიას განაპირობებს.
თბილი იატაკის დამონტაჟებამდე აუცილებელია ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების შერჩევა, სივრცის თბოდანაკარგის გამოთვლა და გამოცდილი სპეციალისტის ჩართვა სრულ პროცესში, რომელიც თითოეულ ნიუანსზე სრულყოფილ ინფორმაციას ფლობს და სისტემას უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით გამართავს.
ვის ვანდოთ იატაკის გათბობის მონტაჟი?
ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს შორის თერმოინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მოთხოვნადი იმპოტიორია, რომლის ასორტიმენტიც ევროპული სტანდარტების, თანამედროვე, პროდუქციას მოიცავს. კომპანიის პრიორიტეტი მაღალხარისხიანი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბებაა, ამიტომ ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება მუდმივად მიმდინარეობს. რაც მთავარია პროდუქციას აქვს ISO სერტიფიკატი, რაც სისტემების უსაფრთხო და ხანგრძლივ მუშაობას განაპირობებს. იატაკის გათბობა ნებისმიერი ადამიანისთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს ქმნის, ამიტომ სისტემების შერჩევისას მთავარი აქცენტი ხარისხსა და გამოცდილებაზე გააკეთეთ.