საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ცენტრი შეუფერხებლად იღებს გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს.
დღის პირველ ნახევარში უწყებამ 112-ში ტექნიკური ხარვეზისა და ალტერნატიული სატელეფონო ნომრების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.