ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გალის რაიონში დაგეგმილი სწავლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ 11-დან 14 მარტის ჩათვლით გალის რაიონში იგეგმება დე ფაქტო უწყებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანებული სასწავლო-საწვრთნელი ღონისძიებები.
"გთხოვთ, არ აჰყვეთ პანიკას და ცრუ ჭორებს", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების ინფორმაციაში.
დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ.