ხელისუფლებას ალბათ ჰგონია, რომ რბილი, არ გაღიზიანების პოლიტიკა ჯობია. რაღაცას დავთმობთ, მეტს მოვიგებთ - სულ ტყუილია ხალხნო. ედუარდ შევარდნაძემ მთელი ცხოვრება რუსეთს მიუძღვნა და სადაც დაჯდა ყველგან ბომბი ამოუდეს - ამის შესახებ მწერალმა, დათო ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„კარგი, ჩვენ მოვტყუვდით, 100 ათასი კაცი ქუჩაში რომ გამოვდივართ, დებილები ვართ, კარგი იყო ეს კანონი და ჩვენ ვერ მივხვდით, ლენჩები ვართ, შტერები ვართ, წიგნებს არ ვკითხულობთ, გაუნათლებელი ხალხი ვართ. მთელ მსოფლიოს, რომ იგივე ეჭვი აქვს და ერთადერთი იმით მატყუებ ამერიკული კანონიაო, ამერიკული კანონი ავტომატურად რატო ნიშნავს კარგს?! რატომ მაკადრებთ ამას?! ისეთი დებილი ვარ, რომ რადგან ამერიკულია... ამერიკაში 38 წელს არის მიღებული ეს კანონი და იმ დროს მიიღეს ფაშისტების და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მაშინ პირდაპირ თქვან, რომ ამ კანონს იღებენ ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ. ეს რომ რუსეთის კანონი იყო მეორე დღესვე გამოჩნდა, კრემლიდან ისეთი რეაქცია მოჰყვა, დაგბომბავთ მაგ კანონს თუ არ მიიღებთო. ხელისუფლებას ალბათ ჰგონია, რომ რბილი, არ გაღიზიანების პოლიტიკა ჯობია. რაღაცას დავთმობთ, მეტს მოვიგებთ - სულ ტყუილია ხალხნო. ედუარდ შევარდნაძემ მთელი ცხოვრება რუსეთს მიუძღვნა და სადაც დაჯდა ბომბი ამოუდო რუსეთმა. ერეკლე მეფედან მოყოლებული, არავინ არ დაინდო, ვგიჟდები ერეკლე მეფეზე და რატომ? ყველაზე მწარედ მოტყუებულია, ასეთი რამე არავისთვის გაუკეთებიათ. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, ორ წელიწადში ომარ ხანი იყო, რომელიც თავს დაგვესხა, საშინელება დაგვაწია და ერეკლე ეხვეწებოდა რუსეთს შეასრულეთ, რაც წერია გეორგიევსკის ტრაქტატში და ორ წელიწადში თავზე გადაგვახიეს. კარგი, ერეკლე მოატყუეს, ხომ გავიდა 200 წელიწადი ჩვენ თავი რატომ მოვიტყუოთ ხალხნო?!“- აღნიშნა დათო ტურაშვილმა.