საცურაო აუზების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ცოტა ადამიანი თუ ფლობს, ამიტომ მისი შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია. იმისთვის, რომ ცურვა ჯანსაღი ცხოვრების წესად აქციოთ, ან თქვენს ოჯახს დაუვიწყარი არდადეგები მოუწყოთ, საცურაო აუზები თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. ამ პროცესში რამოდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელია გასათვალისწინებელი:
● საცურაო აუზის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზომას იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს მხოლოდ გაგრილების მიზნით არ იძენთ. მოცურავეებმა აუზში გადაადგილება თავისუფლად უნდა შეძლონ და ერთმანეთი არ დააზიანონ, ამიტომ დიდი ოჯახისთვის, 6-7 ადამიანზე გათვლილი, საცურაო აუზი უნდა შეიძინოთ, რომელიც გამძლეობითა და კოროზიამედეგობით გამოირჩევა.
● აუზში დაცემა ხშირად ტრავმის გამომწვევი მიზეზი ხდება, ამიტომ შეძენამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ აუზის უსაფრთხო გამოყენების აუცილებლობაც. უპირატესობა გაბერილი ფსკერით აღჭურვილ მოდელს მიანიჭეთ, რაც როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვების დაცულობას განაპირობებს.
● აუცილებლად გათვალეთ აუზის ზომა. 7-8 წლის ბავშვებისთვის 2-3 მეტრის სიღრმის აუზის შეძენაა რეკომენდებული.
● ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საცურაო აუზის ტექნიკური აღჭურვილობაა. ფილტრაციის სისტემა წყლის სისუფთავეს განსაზღვრავს, ამიტომ დიდ აუზებს აგრეგატი აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის დაბინძურებამ შესაძლოა ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა გამოიწვიოს.
Liloshop-ის საცურაო აუზების ფართო არჩევანი
თუ საცურაო აუზების ფართო ასორტიმენტს ეძებთ, მაშინ ონლაინ მაღაზია ლილოშოპს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. კარკასული აუზი ფილტრით და ფილტრის გარეშე, გასაბერი აუზები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, კარკასული აუზი ქვიშის ფილტრით, ან სრული კომპლექტაციით -ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რომლის შეძენაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. პლატფორმა ყიდვის პროცესს გიმარტივებთ და თქვენ მიერ გათვლილი ბიუჯეტის ფარგლებში, საცურაო აუზების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.
შეძენამდე გაითვალისწინეთ, რომ გასაბერი და კარკასული აუზების მონტაჟი/დემონტაჟი მარტივია. ის არ მოითხოვს რთული სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას და გამოცდილ სპეციალისტს. საკმარისია გაეცნოთ ინსტრუქციას და აუზის როგორც აწყობის, ასევე ექსპლუატაციის პროცესს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით.
კარკასული აუზის უპირატესობებს შორის გამძლე მასალა/კედლები, მრავალფეროვანი მოცულობა და მრავალმხრივი ტექნიკური მახასიათებლები გამოიყოფა, თუმცა მსგავსი მოდელები უფრო დიდ ადგილს იკავებენ. უფრო კომპაქტური ვარიანტი გასაბერ მოდელებში შეგიძლიათ შეარჩიოთ. თქვენი შვილების სხეულის სიჯანსაღეზე ცურვა დადებითად აისახება და აუზში გაგრილება დაუვიწყარი ცხელი სეზონის გატარებაში დაგეხმარებათ. ზაფხულისთვის მზადება დღესვე, ლილოშოპთან ერთად, უნდა დაიწყოთ!