დღის ყველა სიახლე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს.
18:48 / 29.03.2020
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტ „ატალანტას“ პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ ილაპარაკა შთაბეჭდილებებზე, რომელიც ბერგამოს საავადმყოფოს მონახულებისას მიიღო.
18:41 / 29.03.2020
ათონის მთის მონაზონი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, სალონიკის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით orthodoxtimes.com იუწყება.
17:52 / 29.03.2020
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
17:46 / 29.03.2020
ყველაზე მთავარია, რომ pcr ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
16:55 / 29.03.2020
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას.
16:45 / 29.03.2020
ბოლო 24 საათში საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დაჯარიმდა , - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
16:19 / 29.03.2020
ახლა ყველა ვართ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სახელმწიფოც, ეკლესიაც, ნებისმიერი მცხოვრებელი, ნელ-ნელა მოვაგვარებთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა.
14:44 / 29.03.2020
ბოროტი სულები ჩვენი სულიდან, ცხოვრებიდან განიდევნება და გამოსწორდება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
14:37 / 29.03.2020
ესპანეთში „კოვიდ-19“-ს ბოლო 24 საათში 838 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
14:34 / 29.03.2020
სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული. ასევე მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება და შეკრებები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში.
14:31 / 29.03.2020
სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
14:27 / 29.03.2020
მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
14:21 / 29.03.2020
სომხეთში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
14:18 / 29.03.2020
აშშ-ში „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
14:15 / 29.03.2020
ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ საკოორდინაციო შტაბის საგანგებო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
13:50 / 29.03.2020
ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
12:32 / 29.03.2020
ბოდბის დედათა მონასტერში, წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესწრება. ილია მეორე და მეუფე იაკობი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვას აღავლენენ.
12:26 / 29.03.2020
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
10:21 / 29.03.2020
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს წერილი გაუგზავნა, სადაც ის კორონავირუსზე, მოსალოდენელ შედეგებსა და პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
11:17 / 29.03.2020
კალენდარი
×