დღის ყველა სიახლე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვის შესახებ ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და “ივანიშვილის მორიგი მავნებლობა” უწოდა.
00:19 / 22.02.2020
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მარიონეტობაში დაადანაშაულა.
23:54 / 21.02.2020
სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა თავის მეგობრებს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენებას ვერ აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express-ი ავრცელებს.
23:47 / 21.02.2020
არ არის მართალი, თითქოს სერგეი ლავროვი თბილისში 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. ის ჩამოსული იყო 2008 წელს,- ამის შესახებ გერმანიაში ახლადდანიშნული საქართველოს დესპანი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
23:39 / 21.02.2020
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი არ პასუხობს კითხვას უნდათ თუ არა თავიანთ პარტიაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ნახვა. კაპანაძე არც იმ კითხვას პასუხობს ღიაა თუ დახურული მათი პარტიის კარი.
23:30 / 21.02.2020
დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემის ტურნირზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა საასპარეზოდ და მათგან სამმა ფინალურ ბლოკში იჭიდავა.66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რუს იაკუბ შამილოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ შეხვედრა მანაც დათმო.60კგ-ში კი მესამე ადგილისთვის თემურ ნოზაძე დამატებით დროში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან წააგო. ხვალ და ზეგ კი ტურნირზე შემდეგი ძიუდოისტები გამოვლენ:
23:20 / 21.02.2020
ბერა სოციალურ ქსელში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
21:56 / 21.02.2020
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მან ვერ შეიგრძნო, რატომ იყო დამნაშავე.
21:51 / 21.02.2020
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.
21:39 / 21.02.2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რამდენიმე საათში ჩინეთიდან სპეცრეისით საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან.
21:38 / 21.02.2020

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.

20:22 / 21.02.2020
დღეს, 21 თებერვალს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო, A კატეგორიის ტურნირზე, ბელორუსიის პრეზიდენტის თასზე, ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
20:15 / 21.02.2020
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
16:04 / 21.02.2020
„სულხანისთვის არასდროს დამისვამს კითხვა როგორ აწამებდნენ ციხეში, რადგან მერიდებოდა, არ ვაძლევდი თავს უფლებას, არც მას არ უთქვამს ჩემთან არაფერი, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რაშიც იყო საქმე. სულხანის ინტერვიუებით ვიგებდი ამ ამბებს. ან რა გაგება მინდოდა, ვუყურებდი ჩემს ქმარს, რომელიც ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა… სულხანს რომ შეხედავდი, იქ საჭირო იყო რამე კითხვის დასმა?!“ – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას სულხან მოლაშვილის მეუღლე.
19:49 / 21.02.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.
19:08 / 21.02.2020
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
18:56 / 21.02.2020
პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ. დააკავა.
18:48 / 21.02.2020

TOYOTA C-HR - ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს.

16:47 / 21.02.2020
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა.
15:21 / 21.02.2020
კალენდარი
×