დღის ყველა სიახლე
ტაქსით 4-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებისთვის მგზავრები და მძღოლი 50-50 ლარით დაჯარიმდებიან.
13:51 / 05.06.2020
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის.
13:42 / 05.06.2020
6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
13:05 / 05.06.2020
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია მზადდება, რომელიც ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმლის, მათ შორის დაბალყელიანი ჩექმის შემოტანას ეხება.
13:03 / 05.06.2020

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა. დღესდღეობით „ვისოლში“ ევრო რეგულარის ფასი - 1.80 ლარი, ეკო პრემიუმის - 1.95 ლარი, ეკო სუპერის - 2.12 ლარი, ეკო დიზელის - 2.02 ლარი, ევრო დიზელის - 1,97 ლარი, დიზელ ენერჯის ფასი კი 1. 92 ლარია.

13:00 / 05.06.2020
ჩვენ აუცილებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პოლიტიკური პარტია და ბუნებრივია ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
12:34 / 05.06.2020
საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
11:50 / 05.06.2020
ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
11:39 / 05.06.2020
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო.
11:33 / 05.06.2020
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში „საბურთალოს კლასტერიდან“ ჯამში 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 ახალია.
11:29 / 05.06.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდანაა.
11:27 / 05.06.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 805 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6- ით გაიზარდა და 650 გახდა.
10:30 / 05.06.2020
ინფექციური საავადმყოფო ხუთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ამის შესახებ „ქრონიკას“ ბოქსირებული გაყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.
09:02 / 05.06.2020
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს კოლეჯში სწავლის საფასური გადაუხადა. ამის შესახებ ABC News იტყობინება.
08:58 / 05.06.2020
იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 88 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 177 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ივნისს კი ინფიცირებულთა რაოდენობა 321 იყო.
08:52 / 05.06.2020
ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. „ეარბალტიკის“ ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
08:50 / 05.06.2020
პოლიციის სამ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სასამართლომ გირაოს სახით ერთი მილიონი დოლარი შეუფარდა.
08:40 / 05.06.2020
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
×