დღის ყველა სიახლე
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემთხვევა შემოტანილია.
11:50 / 13.08.2020
პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ყველა სოფელს მიწოდება წყალი და ელექტროენერგია.
11:45 / 13.08.2020
ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება. შესაბამისი დავალება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს მისცა.
11:42 / 13.08.2020
ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო თბილისის მერიიდან გვაცნობეს.
11:24 / 13.08.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
11:19 / 13.08.2020
„ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
11:14 / 13.08.2020
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
11:04 / 13.08.2020
video
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მინსკში სავარაუდოდ სპეცდანიშნულების ძალებმა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
04:23 / 13.08.2020
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×