დღის ყველა სიახლე
რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინური სამხედრო ჯგუფების სამიზნე ასევე გახდა გედერა, აშქელონი და ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებები.
17:10 / 12.05.2021
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ოფიციალურად მიმართა.
16:52 / 12.05.2021
11 მა­ი­სის სა­ღა­მოს, ის­რა­ელ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს. სა­ერ­თო ჯამ­ში ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ას 600-ზე მეტი რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. მათი დიდი ნა­წი­ლი და­ი­ჭი­რა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა "რკი­ნის გუმ­ბათ­მა“, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტამ მი­ზანს მი­აღ­წია. სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ იქცა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი თელ-ავი­ვი, რომ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც 130 რა­კე­ტა­ზე მეტი გა­უშ­ვეს. იე­რი­შე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკის­რეს პა­ლეს­ტი­ნის რა­დი­კა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა: "ჰა­მა­სმა“ და "ის­ლა­მურ­მა ჯი­ჰად­მა“. თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ პა­ლეს­ტი­ნელ­თა 100-ზე მეტი სა­მიზ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იე­რი­ში. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად ღა­ზას სექ­ტორ­ში 35 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა. სა­ა­გენ­ტოს­ვე ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.
16:41 / 12.05.2021
„ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი “ლოქდაუნი” შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში საუბრისას განაცხადა.
16:34 / 12.05.2021
„მთავარია ცხოვრებაში ადამიანმა იპოვოს მესია, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით, შეიცნოს უფალი იესო ქრისტე, ეს არის საუკუნო ცხოვრება და ცხოვრების აზრი“, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე შიომ ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის წირვის შემდეგ ქადაგებაში განაცხადა.
16:07 / 12.05.2021
"ნაციონალურ მოძრაობას" სხვისი ხელით უნდა პატიმრების გათავისუფლება, სხვისი ხელით უნდა საარჩევნო რეფორმა და მერე თურმე შემოვლენ პარლამენტში, აი დარდი თუ არ შემოვლენ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
16:00 / 12.05.2021
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული მეხსიერების პრობლემების დროს მედიკამენტური დახმარება არაეფექტურია და მეხსიერების დარღვევა დროთა განმავლობაში გაივლის.
15:57 / 12.05.2021
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანს, ირმა თოფურიას “კოვიდ-19”-ი მეორეჯერ, 8 თვის შემდეგ დაუდადსტურდა.
13:48 / 12.05.2021
კომპანია აჭარაბეთისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში. ამჯერად აჭარაბეთის საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია გახდა.
15:00 / 12.05.2021
ისრაელის დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში გარდაცლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, 203 ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ პალესტინის "ჯანდაცვის სამინისტროს" წარმომადგენელმა განაცხადა.
13:48 / 12.05.2021
45 წელს ზემოთ მოქალაქეები „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ. როგორც ცნობილია, გუშინ იმუნიზიციის საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია.
10:35 / 12.05.2021
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 12-14 მაისს, საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
10:30 / 12.05.2021
საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის - იმედის დღე და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.
10:00 / 12.05.2021
კალენდარი
×