საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს. იმისთვის რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გახდეს ბიზნესებისთვის, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გააციფრულონ და მოაწესრიგონ საბუღალტრო აღრიცხვის პროცესი. რაც მათ მისცემს მეტ შესაძლებლობას, ნაკლებ დროში, მარტივად დაიმტკიცონ ახალი ლიმიტი, დანარჩენი დრო კი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ.