ეკონომიკა
საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 startups-ის მხარდაჭერით, 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა დაიწყო. შერჩეულ 13 სტარტაპს უკვე აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. აქსელერაციის პროგრამისთვის შეირჩა შემდეგი კომპანიები: Cardeal.ge; Cargon; CARU; FINMAP.online; Echolize; Intrro; LiveCaller; Phubber App; QCash.ge; Raccoon.Recovery; Stack; Tripcars.com; Wegotrip
12:16 / 16.06.2020
 
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და მისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ახალ პროგრამას იწყებს. ბანკი აწარმოე საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ერთვება, რომლის მიზანიც ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა.
17:49 / 15.06.2020
 
აქ, ახლა, თიბისი საკუთარ თანამშრომლებს მეორედ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისარგებლონ სტარტაპ-დეკრეტით. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
13:51 / 10.06.2020
 
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2020-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა.
13:47 / 10.06.2020
 
როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14:00 / 09.06.2020
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა ამისთვის სრულ მზადყოფნაშია. როგორც კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 400 მილიონამდე იზრდება.
11:35 / 09.06.2020
 
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ეროვნული ბანკის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
10:22 / 08.06.2020
 
ტურისტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაახლოებით საქართველოს მსგავსი იქნება, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
21:45 / 05.06.2020
 
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის — ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
17:34 / 05.06.2020
 
ლარი მეოთხე დღეა მკვეთრად მყარდება. 16 მარტის შემდეგ პირველად Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 3.00-ს ჩამოსცდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება ბოლო 4 დღეში 19 თეთრით შემცირდა.
13:48 / 04.06.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×