ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი სიგუა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის, გიორგი შონვაძის მოადგილედ დაინიშნა.
სიგუას განცხადებით, უწყებაში ტურიზმის მიმართულებით იმუშავებს და პროექტებიც უკვე მზად აქვს.
გიორგი სიგუა ყველას ურჩევს „წარსულში ყურებას თავი დაანებონ".
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მე წამოვედი 4 აგვისტოს. დღეს უკვე გასულია 4 თვე. მინდა, ვისაუბრო და ვიფიქრო მხოლოდ მომავალზე და წარსულში დაბრუნება არც მე არ მინდა და არც თქვენ არ გირჩევთ," – განაცხადა სიგუამ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
გიორგი სიგუა ზაფხულში, მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამასთან, რაც შეეხება თავად სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი შონვაძეს, თანამდებობაზე საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ აღადგინა.