ნათია თურნავა - მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა - ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ ინფლაცია მომავალი წლის ბოლოს მოვთოკოთ
ნათია თურნავა - მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა - ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ ინფლაცია მომავალი წლის ბოლოს მოვთოკოთ
კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩემთვის პატივია, თქვენს წინაშე წარვდგე და წარმოგიდგინოთ ანგარიში, ერთი მხრივ, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, მიღებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრაც მთავრობის კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას საჭიროებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, როგორც ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელს და სამუშაო ადგილების ძირითად წყაროს და ამ მიზნის მისაღწევად უზრუნველყოს ბიზნესისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს კლიმატის შექმნა, საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობისთვის ხელშემწყობი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში სტრუქტურული რეფორმების და იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება.

„პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრებს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ სურათს, ძირითად პარამეტრებს, სტატისტიკას და დარგობრივ სექტორებში არსებულ ვითარებას დეტალურად აცნობს. როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს დაფიქსირებული 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.3% შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ამავე დროს ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ექსპორტის მიმართულებით სტაბილურად ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები.

„ეკონომიკაში დაფიქსირებულ ძირითად ტენდენციებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე ამას, კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ -
საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით

2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა შედარებით ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.
14:40 / 06.10.2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
17:40 / 05.10.2022
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი საკმაოდ შემცირდა, არის წინაპირობა, რომ უფრო გაიაფდეს.
12:22 / 29.09.2022
გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ხელისუფლების პოლიტიკა გარე საფრთხეების ნიველირების უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება პურზე ფასების შემცირების პროცესს საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მდგრადი და დინამიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობად აქცევს, - ამის შესახებ Facebook-ზე ეკონომისტი სოსო არჩვაძე წერს.
17:10 / 23.09.2022
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საქართველოს ბანკსა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად ახალქალაქში ყველის ქარხანა აშენდა. საწარმო 1200 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ქარხანაში თვეში საშუალოდ 3000-4000 კგ სულგუნი იწარმოება. პროექტის ჯამური ღირებულება 240 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი დაახლოებით 180 000 ლარს შეადგენს.
11:04 / 17.08.2022
დღეს, სს „ლიბერთი ბანკმა" ბრუნო ბალვანერას სამეთვალყურეო საბჭოში ახალ დამოუკიდებელ წევრად დანიშვნის შესახებ განაცხადა, რომელიც ძალაში შედის 2022 წლის 3 აგვისტოდან.
17:09 / 03.08.2022
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის 2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს რომ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან მიზანდასახული და არ აშინებთ გამოწვევები, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული დაფინანსება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლისთვის. მათ შორის, MBA-ის STEM-ის თუ სხვა მიმართულებით.
12:50 / 03.08.2022
1-23 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
15:14 / 01.08.2022
12-14 აგვისტოს ბათუმში, საიუბილეო, რიგით მე-15 ჯაზ ფესტივალი ჩატარდება. სტუმრებს მუსიკითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამი დღე ელით.
თიბისი კონცეპტისა და "ისთერნ პრომოუშენის" მრავალწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს თბილისიდან ბათუმში მიმავალი ჯაზ მატარებლით სარგებლობა შეეძლებათ. ჯაზის მოყვარულების კომფორტულ მგზავრობაზე საქართველოს რკინიგზამ იზრუნა.
ჯაზ მატარებელი 13 აგვისტოს, 10:25 საათზე გავა თბილისიდან. სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე Live იზრუნებენ.
მგზავრობისას გათვალისწინებულია:
14:28 / 01.08.2022
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 17 მუნიციპალიტეტი ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სპეციალური მანქანებითა (74 ერთეული) და კონტეინერებით (12019 ერთეული) აღიჭურვება; ასევე, ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტები ქაღალდისა და მუყაოს სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური ტექნიკით მომარაგდება.
14:33 / 30.06.2022
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×