16 მარტი, 2021- საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ფინტექ ჰაკათონს უმასპინძლა. „FinTech Integrator” -ში 4 მონაწილით დაკომპლექტებული 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სტუდენტები. ჰაკათონის დასასრულს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდმა „იპოთეკური სესხის კალკულატორი“ წარადგინა, რაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებას გულისხმობს. პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების შეფასება რამდენიმე წამში მოხდეს.