23 ივლისი, 2021- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის“ მორიგი, 6 კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა. ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და 40-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.