ბიზნესი
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბეტონის საამქრო შპს "ნიუ პასაჟის" ხელშეწყობის მიზნით, 185,000 ლარის ინვესტიცია გამოყო.

შპს "ნიუ პასაჟი" 2019 წელს დაარსდა, მისი წლიური ბრუნვა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 60 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია რეგიონში, ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება.

"ნიუ პასაჟი" აქტიურადაა ჩართული რეგიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სამომავლოდ, წარმოებული პროდუქციით, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესშიც ჩაერთვება. ბანკის მხარდაჭერით კომპანია უახლოეს მომავალში მანქანა-დანადგარების შეძენასაც გეგმავს, რაც წარმოების გაფართოვებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
15:35 / 04.02.2021
 
დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ვახტანგ ბაბუნაშვილი - ფინანსური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და დავით აბაშიძე - რისკების დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ მმართველ გუნდს.
18:32 / 03.02.2021
 
1 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლე გზავნილების გათამაშებაა. დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბინა დიღმის კომპლექსში „ვივა დეველოპმენტისგან“.
16:22 / 01.02.2021
 
აჭარაბეთზე ყველა ბილეთი იგებს, რაც ნიშნავს იმას რომ თუ თქვენი ბილეთი აღმოჩდება წარუმატებელი, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაატრიალოთ SPIN & WIN-ის პრიზების ბორბალი და მიიღოთ სხვადასხვა პრიზები.
22:35 / 29.01.2021
 
ავტომობილის მეშვეობით შეგიძლია მოინახულო ის ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიღწევა საკმაოდ რთულია. მანქანით გადაადგილებისას თავად ადგენ შენთვის სასურველ მარშუტსა და გრაფიკს. ამიტომაც, მანქანების გაქირავების სერვისი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. იმისთვის რომ დაზოგო დრო და იმგზავრო კომფორტულად, Car Rent Georgia ნებისმიერ მსურველს, რომელიც არის მინიმუმ 24 წლის და აქვს მართვის მოწმობა, სთავაზობს მანქანის ქირაობის სერვისს.
18:34 / 29.01.2021
 
1 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე საცხოვრებელი /დასასვენებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ შენდება. გარდა ადგილმდებარეობისა, „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივ პროექტს, მისი არქიტექტურა და მშენებლობის მაღალი ხარისხი გამოარჩევს.
მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული. თითოეული ბინიდან კი პანორამული ხედი შავ ზღვაზე, 180 გრადუსით იშლება.
17:33 / 29.01.2021
 
კომპანია Bolt-ი პარტნიორი რესტორნების დასახმარებლად, მათთვის დაწესებულ საკომისიოს
სრულად აუქმებს! ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 თებერვლიდან შევა და გაგრძელდება მანამ, სანამ
ქვეყანაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს.
Bolt Food-მა საქართველოში ოპერირება სულ 1 თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც, პარტნიორი
რესტორნებისგან მუდმივად გვესმის წარმოუდგენელი სირთულეების შესახებ, რასაც პანდემიით
განპირობებული შეზღუდვები ქმნის ბიზნესისთვის. ალიან ბევრი ჩვენი საყვარელი რესტორანი
მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებს, სხვები კი ყოველ დღიურად, დაუღალავად იბრძვიან
გადარჩენისთვის.
16:52 / 29.01.2021
 
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ხელშეწყობით, კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებს. ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკის მხრიდან 300,000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გაიცა. საბავშვო ფეხსაცმლის ხაზი მომხმარებელს ახლა უკვე საბავშვო ჩანთებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანსაც შესთავაზებს.

„Lucky Step“-ს ბაზარზე მისი მაღალი ხარისხი გამოარჩევს. პროდუქცია იმპორტირებულია ევროპიდან და ხელმისაწვდომია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ მაღაზიაში. ამასთან, კომპანია მომხმარებელს პროდუქციის განვადებით ყიდვის შესაძლებლობასაც აძლევს.
11:05 / 27.01.2021
 
“მე ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ამ საკითხზე მსჯელობა და პრემიერთან შეხვედრაა, საჯაროდ მივმართავთ თხოვნით, რომ ისევ შეგვხვდეს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში სარესტორნო ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ყოველთვის ხდებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
20:35 / 22.01.2021
 
ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირების შემთხვევაში, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამიტომაც შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე.
20:33 / 22.01.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×