ბიზნესი
თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს 4.6%-იანი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს საკმაოდ მაღალი, 7.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურისტული შემოდინებების პროგნოზი მცირედით გაუარესდა, თუმცა ნარჩუნდება მოლოდინი, რომ ვირუსის შეკავების შემდეგ, საქართველოში სექტორი სწრაფად აღდგება. სხვადასხვა პროგნოზით, გლობალურად საერთაშორისო ტურიზმის 2019 წლის დონეზე აღდგენა 2023-2024 წლებშია ნავარაუდევი. ამასთან, საქართველოს ტურიზმის სწრაფად აღდგენას შემდეგი წინაპირობები აქვს: მოკლე დისტანციებიდან და ავტომობილებით შემოსვლის მაღალი წილი, ბიზნეს მოგზაურობის დაბალი წილი და რუსეთის სანქციების მიუხედავად, პანდემიამდე არსებული ზრდის მაღალი ტემპი.

ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სავარაუდოდ, 6%-ს გადააჭარბებს, წლის ბოლოს კი 4-5%-ის ფარგლებში იქნება.

ფისკალური სტიმული 2021 წელსაც მნიშვნელოვანი დარჩება, ამასთან, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა იგი მართვად დონეზე ნარჩუნდება.

კვლევის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში დასაქმების მაჩვენებელი სტაბილური იყო, ნოემბრის წინასწარი მონაცემებით კი, მოწყვლად სექტორებში გაუარესება შეინიშნება. ნოემბერში გაუარესდა დასაქმება უძრავი ქონებისა და HORECA სექტორებში. ოქტომბერში ხელფასის მიმღებთა შორის კლება შეინიშნება დაბალანაზღაურებად სეგმენტში. ამ მხრივ პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, HORECA-სა და უძრავი ქონების სექტორებში რჩება. რაოდენობრივად კი, ყველაზე მეტად კვლავ ვაჭრობის სექტორია შემცირებული.

შეზღუდვების პირველ ტალღასთან შედარებით მოსახლეობის ხარჯვაში შედარებით ნაკლები ვარდნა შეინიშნება. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვების ფონზე, მკვეთრად შემცირდა ხარჯვა არასასურსათო კატეგორიებზე, სურსათსა და ფარმაციაზე დანახარჯები კი მდგრადობას ინარჩუნებს. მიუხედავად ამისა, არასასურსათო კატეგორიებში ხარჯვა გაზაფხულის ლოქდაუნთან შედარებით ნაკლებადაა შემცირებული. მზარდია ელექტრონული კომერციის წილი.

მიმოხილვის თანახმად, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 0.7 მლრდ ლარის ახალი იპოთეკა გაიცა, რაც ივლისის შემდეგ, ჯამური გაცემების დაახლოებით მესამედია. სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალი ბინების დინამიკა სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში პოზიტიურია. გაყიდვების მიხედვით, ახალი ბინების წილი ბაზრის 68%-მდე გაიზარდა. სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალ ბინებში საშუალო და დაბალი სეგმენტის ბინების წილი გაიზარდა, პრემიუმ ბინების წილი კი შემცირდა. გაიზარდა 100კვ.მ-ზე ნაკლები ფართის ბინების გაყიდვა.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge


18:19 / 25.12.2020
 

მხოლოდ სამი დღით, 25, 26 და 27 დეკემბერს, „თეგეტა მოტორსის“ ქსელში აკუმულატორის, ზამთრის საბურავების ან ანტიფრიზის შეძენისას, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ფლობს „თეგეტა ქარდის“ კლასიკის, ვერცხლის ან ოქროს ბარათს, გაორმაგებული ქულები დაერიცხებათ.

10:19 / 25.12.2020
 
ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ის თვითმართვადი სამგზავრო მანქანები 2024 წელს გახდება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ პროექტი, Project Titan, პირველად კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა 6 წლის წინ დაამტკიცა. ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ კომპანია მუშაობს ახალ ელემენტზე, რომელსაც შეეძლება ელემენტების ღირებულების შემცირება და მუშაობის დროის გაზრდა.
23:12 / 22.12.2020
 
აჭარაბეთი განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების შემდეგ სერიას.
14:00 / 22.12.2020
 
მაია ცქიტიშვილი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს.
23:07 / 18.12.2020
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17:24 / 17.12.2020
 
სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების  - სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.  შეხვედრაზე განიხილეს სატარიფო საკითხები, ელექტროენერგიის უწყვეტი  მიწოდებისათვის განსახორციელებელი აუცილებელი საინვესტიციო გეგმები და ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები.
17:41 / 11.12.2020
 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განმარტავს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ნოემბერში ისარგებლეს ელექტროენერგიის სუბსიდირებით, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე გადაიხადეს ნოემბრის ქვითარში ასახული სასმელი წყლის გადასახადი, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. თანხა აისახება მათ კომუნალურ დეპოზიტებზე.

12:13 / 11.12.2020
 
დღეს, ევროპისა და აზიის ტექნოლოგიურ კონფერენცია იწყება. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება იქნება მსოფლიოში.
20:50 / 10.12.2020
 
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგული კამპანიის“ კატეგორიის ფინალისტებს შორისაა. დღეს, გამარჯვებულებს 44 სხვადასხვა განსხვავებულ კატეგორიაში გამოავლენენ. სწორედ მათ შორისაა „წლის მარკეტინგული კამპანია“, რომლის 10 ფინალისტში „აჭარაბეთი“ ინტერაქტიული პროექტ „არენათი“ არის წარდგენილი.
„არენა“ სათავგადასავლო ჟანრის კინო-თამაშია, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. მაყურებელი თავიდანვე ერთვება ფილმის სიუჟეტში და თვითონ ხდება ერთ-ერთი მთავარი გმირი. მაყურებელს ისე შეუძლია შეცვალოს სიუჟეტი და მართოს თამაში, როგორც სურს.
გადაღებებს Metro Production უძღვებოდა. პროექტზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro მუშაოდა, ფილმის რეჟისორი კი დავით ბორჩხაძეა.
„ძალიან ვამაყობთ, რომ ამ პროექტით SBC Awards-ის ფინალისტებს შორის ვართ, როგორც „წლის მარკეტინგული კამპანია’’.ეს ჩვენი კომპანიის განხორციელებული ინოვაციური პროექტის საერთაშორისო აღიარებაა. “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსდა და SBC News-ის საშუალებით, მომხმარებელს „გემბლინგის“ სფეროს უახლესს ამბებს აცნობს. ასევე, მისი ნაწილია SBC Events, რომელიც „სპორტბეთინგში“ მოღვაწე კომპანიებისთვის, ყოველწლიურად, საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს და გამოფენებს ატარებს. მათ შორისაა SBC Awards, სადაც ყოველ წელს, სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო „გემბლინგ“ კომპანიებს აჯილდოებენ.



info9.ge


15:40 / 09.12.2020
 
კალენდარი
×