ბიზნესი

ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის 2020 წლის 9 თვის შეფასებით, „თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით (Outlook Stable) შეფასდა. კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-).  ამასთანავე შეფასების ანგარიშში ხაზგასმულია Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით „თეგეტა მოტორსმა“ შეძლო მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგების ჩვენება.

11:47 / 09.12.2020
 
video
კომპანია “აჭარაბეთმა” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ინიციატივის წარდგენის შესახებ განაცხადა. ინიციატივის ფარგლებში კომპანიამ წარადგინა სპეციალურად პასუხისმგებლიანი თამაშისთვის შექმნილი ვებ-გვერდი martetamashi.ge.
15:12 / 08.12.2020
 

"თეგეტა აკადემიას" ოფიციალურად მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება, რაც საავტომობილო სფეროში მომუშავე ტექნიკური პერსონალის არაფორმალურად მიღებული განათლების, ცოდნის უნარების შემოწმებას და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემას გულისხმობს. საქართველოში ამ დრომდე არ ხდებოდა საავტომობილო ინდუსტრიაში მიღებული არაფორმალური განათლების აღიარება, 2019 წლიდან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა.

16:14 / 07.12.2020
 

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“, რომელიც „ავტოსაგზაო შემთხვევების ლაბორატორიის“ სახელითაცაა ცნობილი, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის შვედეთის მეფემ 2000 წელს გახსნა და ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურ ლაბორატორიას წარმოადგენს მსოფლიოში.

სხვადასხვა ტიპის ტესტირებისთვის „ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრში“ დღეში სულ მცირე ერთი ახალი ვოლვო იტესტება, რაც საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით „ვოლვოს“ ლიდერის პოზიციას ამყარებს.

12:14 / 04.12.2020
 

პანდემიის პირობებში მოსახლეობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით ხარისხიანი მომარაგება ათმაგად აქტუალურია, ვინაიდან დასაქმებული ადამიანების დიდი უმრავლესობა სწორედ საკუთარი სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

10:54 / 04.12.2020
 
„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით 10-12 დეკემბერს, ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება. სამ დღიანი ღონისძიება აერთიანებს 5,000-ზე მეტ მონაწილეს, 100-ზე მეტ სპიკერს და სტარტაპებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
ღონისძიება სტარტაპების საერთაშორისო შეჯიბრის - Startup World Cup-ის ნახევარ ფინალსაც უმასპინძლებს.
ვირტუალურ შეჯიბრებრებაში მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპები ევროპისა და აზიის 50-მდე ქვეყნიდან. ფინალამდე, შერჩეული მონაწილეები გაივლიან ტრეინინგების და მენტორინგის სესიებს, სილიკონ ველის ექსპერტებთან. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდება და გამარჯვებისთვის იბრძოლებს, სადაც საპრიზო ფონდი 1,000,000 აშშ დოლარს შეადგენს..
შეჯიბრის გარდა, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციაზე სამი დღის განმავლობაში, სტარტაპ გამოფენაზე (Startup Showcase) მიიღონ მონაწილეობა, ევროპა-აზიის წამყვანს სტარტაპებთან ერთად, დაამყარონ ახალი კავშირები სხვა ქვეყნის სტარტაპებთან და გაიზიარონ მათი გამოცდილება, გააცნონ პროექტები ღონისძიებაში მონაწილე 5,000-მდე დელეგატს, მაშ შორის, წამყვან ინვესტორებს და ვენჩურულ ფონდებს, დაგეგმონ მათთან შეხვედრები და წარუდგინონ პროექტები.
სტარტაპებს Startup World Cup-ის შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 3 დეკემბრამდე შეუძლიათ, ხოლო Startup Showcase-ზე მონაწილეობისთვის, ბილეთების შეძენა 8 დეკემბრამდე.

ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.startupgrind.ge

info9.ge

13:06 / 01.12.2020
 

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე “ვოლვო ქარ საქართველო” მოხმარებელს კიდევ უფრო მოქნილ მომსახურებას სთავაზობს და 28 ნოემბრიდან, მოხმარებელს ექნება საშუალება ცენტრში მოსვლის გარეშე გაიაროს ტესტ დრაივი Volvo XC90, XC60, S90 და S60 მოდელებზე. Test Drive-ზე ჩაწერა შესაძლებელია როგორც ვებ გვერდის მეშვეობით volvocars.com-ზე, ასევე ქოლ ცენტრში დარეკვით 032 224 42 42. „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების კონსულტანტები ყველა რეკომენდაციის დაცვით და სრული აღჭურვით მოგაკითხავენ სასურველ მისამართზე მთელი თბილისის მასშტაბით.

14:59 / 28.11.2020
 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან ყველა საჯარო განცხადება, კერძო საუბარი, პრივატული კომუნიკაცია, რაც ხორციელდებოდა, იყო, რომ ლოკდაუნი არ იქნებოდა, შეზღუდვები იქნებოდა წერტილოვანი, – ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
16:34 / 27.11.2020
 
„აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და ამჯერად ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების სერიას წარმოგიდგენთ.

ProductTank არის ყოველთვიური ღონისძიებების სერია, რომელიც მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველას, ვისაც მეტის გაგება სურს პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 ქალაქს აერთიანებს.

ProductTank Tbilisi-ს შემდეგი შეხვედრა ჩატარდება პარასკევს, 27 ნოემბერს, 20:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში - Zoom-ში და Facebook-ის ლაივ სტრიმში.

შეხვედრის თემაა UX კვლევა.

სპიკერები:

- თამუნა წიკლაური, UX Researcher, adjarabet.com
თამუნა ისაუბრებს მომხმარებელთა პერსონებსა და მათ გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში "

- გუა ტაბიძე, Product Owner, adjarabet.com
გუა დაგვაფიქრებს თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზების ვალიდაციას.

ღონისძიების მოდერატორია მარიამ ხუნძაყიშვილი, intrro-ს მთავარი UX დიზაინერი

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას meetup.com-ზე, რის შემდეგაც მეილზე მიიღებთ ივენთზე დასასწრებ Zoom-ლინკს:

https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/274712775/

info9.ge

13:50 / 27.11.2020
 
ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას. რაც გულისხმობს კონკრეტული კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლი-სამსახური-სახლი, ასევე შეხვედრებზე გადაადგილებას. სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივენების და მიკროავტობუსების მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
15:11 / 26.11.2020
 
კალენდარი
×