როგორ იქცა საყვარელი საქმე, მშობლიური მხარის სიმბოლოდ, - 14 წლის გიგა გვაძაბია კლუბ ,,სოხუმის“ მორაგბეა
როგორ იქცა  საყვარელი საქმე, მშობლიური მხარის სიმბოლოდ, - 14 წლის გიგა გვაძაბია  კლუბ ,,სოხუმის“ მორაგბეა
კატეგორიის სხვა სიახლეები
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა.
თორნიკე კორძაია არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას ქვეყნის წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე თორნიკე კორძაია ხელმძღვანელობდა სს „თიბისი ბანკის“ საცალო, მცირე და საშუალო საბანკო საქმის ფინანსების დეპარტამენტს, ხოლო მანამდე „თიბისი კაპიტალში“ კვლევების სამსახურს.
თორნიკე კორძაია ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის, საიდის ბიზნეს სკოლის (University of Oxford, Saïd Business School) მაგისტრის ხარისხს და არის CFA ჩარტერის მფლობელი.
18:48 / 11.08.2022
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ქართულმა კომპანიამ „ატლანტ გრუპმა“ ქალაქ ერევანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 10 მილიონ ლარს უტოლდება.
18:46 / 11.08.2022
„ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“, „სავალი გზა ქვეითებსაც სჭირდებათ“, „გასაფრთხილებლად ერთხელ დასიგნალებაც საკმარისია“, „სასწრაფოს შენზე მეტად ეჩქარება“ – ამ და სხვა მნიშვნელოვანი მესიჯების გავრცელების ინიციატივა საკუთარ თავზე თეგეტას ახალი კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებმაც აიღეს.
ავტომფლობელებს, რომლებიც კამპანიის იდეას იზიარებენ და სურთ, წვლილი შეიტანონ საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაში, კამპანიის ფარგლებში შექმნილი ახალი საგზაო ნიშნების მანქანის სტიკერები დაურიგდათ. ამ ჟესტით ისინი კამპანიის ამბასადორები ხდებიან და ყოველდღიურად შეახსენებენ თანამოქალაქეებს მათთვის ყველაზე აქტუალური კულტურული ნორმების შესახებ.

info9.ge

გიორგი გაფრინდაშვილი, ავტომფლობელი: „სიამოვნებით ჩავერთე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში. ქალაქში გადაადგილებისას ბევრ პრობლემას ვაწყდები და ვფიქრობ, რომ ყველა მესიჯი, რაც კამპანიის ფარგლებში გავრცელდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ავტომობილისთვის ავარჩიე სტიკერი: „ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“. ეს პრობლემა ერთნაირად აქტუალურია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ გადაადგილებისას. ძალიან ხშირად მხვდებიან მძღოლები, რომლებიც სიგარეტის ნამწვებს ან სხვა სახის ნარჩენებს გაუაზრებლად ისვრიან მანქანიდან. მინდა მოვუწოდო მათ, დაიცვან სისუფთავე, ნუ დაანაგვიანებენ ქუჩებს და იზრუნონ მოძრაობის კულტურაზე“.
კამპანიაში ჩართვის სურვილი 500-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოთქვა, იდეის მხარდაჭერისთვის თითოეულ მათგანს საჩუქრად „თეგეტა მოტორსის“ 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცა.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. გვიხარია, რომ თანამოაზრეები ჩვენს მომხმარებლებს შორისაც მრავლად გამოგვიჩნდნენ, რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“.
„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ კამპანიის მხარდამჭერებს „თეგეტა მოტორსის“ ვაუჩერებით სარგებლობა როგორც სერვისზე, ისე ნებისმიერ სასურველ ავტოპროდუქტზე წლის ბოლომდე შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და გავრცელდა უჩვეულო საგზაო ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ადამიანებს მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.



18:41 / 11.08.2022
7-9 აგვისტოს, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით, ბათუმში გამართულ უძლიერეს მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტის კბილებით გაწევაში გინესის რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა MAN TGX–ის 16-ტონიანი სატვირთო ავტომობილი კბილებით გასწია და არსებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აქამდე რეკორდი ეგვიპტელ ათლეტს ეკუთვნოდა, რომელმაც 15 ტონისა და 730 კილოგრამის გაწევა შეძლო.
19:14 / 10.08.2022
„თეგეტა ჰოლდინგი“, Groupauto Caucasus-თან ერთად, უმსხვილეს სადისტრიბუციო ქსელ Groupauto International-თან ათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად საზაფხულო კონფერენციას მართავს. ბიზნესკონფერენციას საქართველოში ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ეწვია. მათ შორის სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში Groupauto International-ის დირექტორი ჰოლგერ ჰელმიხი ჩამოვიდა.
15:16 / 10.08.2022
მსოფლიოში უამრავი საფინანსო ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ბაზარს სხვადასხვა დანიშნულების გრძელვადიან კრედიტებს სთავაზობენ. აღნიშნული პრაქტიკა მომხმარებლებს მიზნების განხორციელებაში ეხმარება, რადგან ამისთვის ფულის დაგროვება/შენახვა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.
14:18 / 10.08.2022
თიბისისა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიას (FMO) შორის 300 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი, ახალგაზრდა მეწარმეების და იპოთეკური მსესხებლების, ასევე, მწვანე პროექტებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.
19:10 / 09.08.2022
9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს.
18:54 / 09.08.2022
საქართველოს რკინიგზა მწვანე ობლიგაციების ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს. კომპანიამ მწვანე პროექტებზე გადანაწილებული თანხებისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის მიერ მწვანე პროექტებზე დახარჯულმა თანხამ 337.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მწვანე ობლიგაციის ჯამური მოცულობის 68%-ს შეადგენს. გარემოზე ზემოქმედების კუთხით კი კომპანიამ, როგორც ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საშუალების ოპერატორმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში 500,000 ტონა ნახშირორჟანგი (CO2) დაზოგა.
17:11 / 29.07.2022
29 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში 5 სართულიანი, 5 ვარსკვლავიანი, 27 ნომრიანი სასტუმრო აშენდა. სულ ცოტა ხნის წინ კი სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გაიხსნა.
16:46 / 29.07.2022
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×