ყველაზე მომგებიანი დრო ბინის ყიდვა- გაყიდვისთვის ახალი წელია. ისინი, ვინც დაინტერესებულნი არიან ახალაშენებული და მშენებარე ბინებით, დეველოპერული კომპანიებისგან კარგ საჩუქრებს მიიღებენ. როგორც წესი, წინასაახალწლოდ სამშენებლო კომპანიები დიდ ფასდაკლებებს და აქციებს სთავაზობენ მომხმარებელს. თუ გეგმავთ, ახალ 2022 წელს ახალ ბინაში შეხვდეთ, მაშინ იჩქარეთ საახალწლო ფასდაკლებები უკვე დაწყებულია.
Area.ge უძრავი ქონების თანამედროვე ციფრული პლატფორმაა, რომელიც საკუთარ სივრცეში აერთიანებს როგორც პირველად და მეორეულ საცხოვრებელს, ასევე მშენებარე პროექტებს. სწორედ Area დაგეხმარებათ, მარტივად შეიძინოთ თუ გაყიდოთ ბინები.
განცხადებების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, დაზუსტებული და სანდო ინფორმაცია განაპირობებს არეას ვიზიტორების დიდ რაოდენობას. ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა არეასა და მომხმარებელს შორის არის ის მთავარი გასაღები, რაც პლატფორმის წარმატებას განსაზღვრავს. არეას გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელს სანდო, ხარისხიანი და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოს. გუნდის წევრები მუდმივად ამოწმებენ განცხადებების შინაარს, ფოტო თუ ვიდეო მასალის ხარისხს და საჭიროებისამებრ, ქონების მეპატრონესთან შეთანხმებით, აკორექტირებენ მას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არეაზე შეხვდებით ისეთ უნიკალურ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ ამ პლატფორმაზეა წარმოდგენილი და არსად სხვაგან.
რა უპირატესობები აქვს area-ს?
მოსახერხებელი ძებნის ფუნქციონალი და საიტის მარტივი ინტერფეისი აადვილებს არეაზე სასურველი ქონების მოძიებას. პრემიუმ სერვისები კი ეხმარება როგორც მაძიებელს, ასევე მესაკუთრეს წარმატებით დაასრულოს გარიგება.
თუ ბინის გაყიდვით ხართ დაინტერესებული, მაგრამ ვერ ასწრებთ მის სათანადოდ მოწესრიგებას, არეას დასუფთავების სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საქმის სპეციალისტები ჩაიბარებენ თქვენს სახლს და იდეალურად დალაგებულს დაგახვედრებენ დათქმულ დროს. დალაგების შემდეგ უკვე ფოტოსესიაზეც შეიძლება ფიქრის დაწყება.
ამაში არეას პროფესიონალ ფოტოგრაფთა გუნდი დაგეხმარებათ. პრემიუმ სერვისი „ქონების ვიზუალიზაცია“ გულისხმობს ფოტო გადაღებას, ვიდეო გადაღებას და 3დ ტურს, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით აღწერს ქონებას. მისი საშუალებით დაინტერესებული პირი ნახავს ყველაფერს - ინტერიერს, სართულის გეგმარებას, ოთახების განლაგებას, ხედებს ექსტერიერს.
თუ გსურთ თქვენი განცხადება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, მაშინ „რეკლამა სოციალურ ქსელში“ საუკეთესო შეთავაზებაა არეასგან. უძრავი ქონების მაძიებელთა ქცევის ანალიზზე დაყრდნობით, თქვენი განცხადება გამოჩნდება იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი თქვენი ქონების მსგავსი პარამეტრებისა და მახასიათებლების უძრავი ქონებით, შედეგად თქვენს განცხადებას უფრო მეტი მომხმარებელი ნახავს სოციალური მედიით, რითაც გაიზრდება გარიგების სწრაფად დასრულების შანსი.
არეა - ერთგული მეგზური და დამხმარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.