Loading data...
თიბისის მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით

იბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.

  • ამოიწერე ბარათი სახლიდან გაუსვლელად

კი ჯერ არ ხარ მობაილბანკის მომხმარებელი, შეგიძლია გახდე სულ რაღაც 2 წუთში. უბრალოდ გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაცია და გამოიწერე შენთვის სასურველი საბარათე ნაკრები. თან, მიიღებ შენს სასურველ მისამარათზე ან ფილიალში.

  • დარჩები ბარათის გარეშე, განაახლე ბარათი მობაილბანკიდან

შირად გვავიწყდება როდის გასდის ჩვენს ბარათებს ვადა, ან ვკარგავთ და გვებლოკება და უეცრად ბარათის გარეშე ვრჩებით. ა შემთხვევაში მობაილბანკიდან შეგიძლია ბარათი უბრალოდ განაახლო. მთავარ გვერდზე შენი ბარათების ჩამონათვალიდან აირჩიე რომელი ბარათის განახლებაც გსურს, და შემდეგ დამხმარე ღილაკებიდან აირჩიებარათის განახლება“. აირჩევ შენთვის სასურველ ბარათის ტიპს, ფერს და რომელ მისამართზე გსურს რომ მიიღო.

  • ართე შენი ბარათები მარტივად

რის რამდენიმე სიტუაცია, რაშიც მობაილბანკის დამხმარე ღილაკები ძალიან გვადგება. თ კი ონლაინ ყიდულობ ნივთს, შეგიძლია ნახო შენი ბარათის დეტალები საფულის მოძებნის გარეშე, ამისთვის დააჭირე ღილაკსბარათის დეტალები“. ა თუნდაც, ბარათი დაკარგე და არ გინდა რომ სხვამ გამოიყენოს, შეგიძლია მობაილბანკიდან დაბლოკო - ღილაკითდაბლოკვა“. ხადახან გვავიწყდება ბარათის პინკოდი, მაგრამ მობაილბანკით 3 თითის დაწკაპუნებაში შეგიძლია განაახლო და გააგრძელო ბარათის გამოყენება, ამისთვის გამოიყენე ღალკიპინ კოდის აღდგენა“. ყველა ამ ღილაკს, მობაილბანკის მთავარი გვერდიდან ბარათს რომ აირჩევ, ბარათის ქვეშ იპოვი.

  • აანაწილე ტრანზაქციები

მობაილბანკი გაძლევს საშუალებას დააბრუნო ტრანზაქცია და შემდეგ გაანაწილო თვეებზე, მსგავსი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისიში შეხვდებით. ტრანზაქციის გაანწილების მეშვეობით, შეგიძლია აირჩიო ტრანზაქცია რომლის დაბრუნებაც გინდა, მონიშნო ღილაკიტრანზაქციის დაბრუნება“, მიყვე პროცესს და დაიბრუნო მთლიანი თანხა ანგარიშზე. გადასახადი კი განაწილდება მომდევნო თვეებზე. მობაილბანკში ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი გაძლევს საშუალებას ბოლო 2 კვირის განმავლობაში გადახდილი ტრანზაქცია (როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ მაღაზიებში) უკან დაიბრუნო და მისი გადახდა 4 თვეზე გადაანაწილო. თვიური საპროცენტო განაკვეთი 1%.

გადმოწერე თიბისის მობაილბანკი და გაიმარტივე ყოველდღიურობა.