Loading data...
აშშ-მა ფარულად მიაწოდა უკრაინას ATACMS რაკეტები - Reuters

ბოლო კვირების განმავლობაში აშშ ფარულად ამარაგებდა უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებით რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. გასულ კვირას უკრაინის არმიამ ისინი პირველად გამოიყენა.

Reuters-ი წერს, რომ რაკეტები შედიოდა უკრაინის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. ამასთან, უცნობია ზუსტად რამდენი რაკეტა მიიღო კიევმა.

რაკეტები პირველად 17 აპრილს იქნა გამოყენებული ყირიმში რუსეთის აეროდრომზე, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 165 კილომეტრში მდებარეობს. ATACMS მიწოდებული იქნა 2023 წლის სექტემბერში.

როგორც მედია წერს, პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას, იმის შიშით, რომ ეს დააზარალებდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას. გარდა ამისა, იყო შიში, რომ უკრაინა მათ გამოიყენებდა რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის.

რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებამ უკრაინის წინააღმდეგ დეკემბერში და იანვარში, მიუხედავად შეერთებული შტატების საჯარო და კერძო გაფრთხილებისა, გამოიწვია ამერიკელი ოფიციალური პირების აზრის შეცვლა. აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას აშშ-მა, ასევე, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ რუსეთი ურტყამს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.

გამოცემის ცნობით, ATACMS-ის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე ბაიდენი მის უსაფრთხოების გუნდს ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში შეხვდა. გამართულ დისკუსიებში ჩართულები იყვნენ თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი და აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი.

გამოწვევა კი მდგომარეობდა იმაში, როგორ უნდა დაეფარათ ამ რაკეტის ხარჯები. გამოსავალი კი მარტში გამოჩნდა, როდესაც ბაიდენს ჰქონდა საშუალება, 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გაეგზავნა უკრაინისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა კი მის გუნდს განუცხადა, რომ „ATACMS-ის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ უნდა შეეტანათ დახმარების პაკეტში, რათა შეენარჩუნებინათ ოპერატიული უსაფრთხოება და ეს ყველაფერი მოულოდნელი ყოფილიყო უკრაინისთვის.