Loading data...
ჩასივ-იარისთვის ბრძოლა მწვავდება, რუსეთი აძლიერებს შეტევას - FT

რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს ჩასოვ-იარზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან დასაყრდენზე აღმოსავლეთ უკრაინაში. გამოფიტული და არასაკმარისად აღჭურვილი უკრაინული ბრიგადები ცდილობენ დაიკავონ თავიანთი პოზიციები აშშ-ის სამხედრო დახმარების მოლოდინში.

Financial Times-ის სტატიის მიხედვით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა ქალაქთან 25 000-მდე ჯარისკაცი განათავსა. ფრონტის ხაზის სხვა ცხელ წერტილებში მოსკოვის არმიაც წინ მიიწევს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას დასავლეთის დახმარების მოსვლამდე.

„სიტუაცია ფრონტის ხაზზე გაუარესდა“, - განაცხადა კვირას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჩასივ-იარი განიხილება, როგორც მთავარი პრიზი მოსკოვისთვის და უკრაინის უმაღლესი სარდლობა ირწმუნება, რომ რუსეთის გენერალურმა შტაბმა თავის ჯარებს უბრძანა მისი დაკავება 9 მაისამდე. ანალიტიკოსები და უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ პატარა ქალაქის მნიშვნელობა სტრატეგიულია და არა სიმბოლური.

უკრაინელების უკან დახევამ ჩასივ-იარიდან შეიძლება საფრთხე შეუქმნას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთლიან დაცვას, რომლებიც ცნობილია როგორც დონბასი. ქალაქი არის უკრაინის ერთ-ერთი ბოლო ბუნებრივი ბარიერი, რომელიც იცავს მიწოდების მნიშვნელოვან მარშრუტებს, ხოლო ჩრდილოეთით 30 კილომეტრში არის ქალაქი კრამატორსკი.

„ჩასივ-იარი რეგიონში თავდაცვის ხაზის ცენტრია“, - აღნიშნა ვიქტორ კევლიუკმი, სამხედრო ანალიტიკოსმა, კიევში დაფუძნებული უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრიდან.

ქალაქში დისლოცირებული 26-ე საარტილერიო ბრიგადის წარმომადგენლის თქმით, რუსული ავიაცია ქალაქს ყოველდღიურად ათეულობით საჰაერო ბომბებით ესხმის. 

მედია წერს, რომ ორივე მხარე ახლა იბრძვის ბოგდანოვკასა და ივანოვსკის კონტროლისთვის. რუსული ჯარები ჯერ კიდევ ვერ შედიან ქალაქში.

როგორც სტატიის ავტორები წერენ, ჩასივ-იარისთვის ბრძოლა მწვავდება, ეს ტერიტორია გახდა სასტიკი ბრძოლების ადგილი.

„ტყეში თავდასხმის დრონების გამოყენება არაპრაქტიკულია, ტოტები და ფოთლები არ გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ სამიზნეს, რომელიც გვაინტერესებს“, - აღნიშნა იური ფედორენკომ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ბატალიონის მეთაურმა.

მედიის ცნობით, ჩასივ-იარის აღება დაეხმარება რუსებს შეუტიონ დაუცველ ქალაქ კოსტიანტინივკას. მოსკოვს ასევე შეეძლება ჩაშალოს ან მთლიანად დაბლოკოს მიწოდების ხაზები, რომლებიც გადის ქალაქში, რომელსაც უკრაინა იყენებს თავდაცვის ძალების დასაკავშირებლად დონბასის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში.

„ახლა რუსეთს შეუძლია უფრო სწრაფად წინსვლა. გარდა ამისა, ჩასივ-იარის აღება ბევრად გაართულებს სხვა ტერიტორიების დაცვას“, - განაცხადა რობ ლიმ, სამხედრო ანალიტიკოსმა.

მედია წერს, რომ ჩასივ-იარი ძირითადად სამხედრო ციხედ იქცა. რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ ცხოვრობს ქალაქში მუდმივი დაბომბვის ქვეშ.

„ახლა ძალიან საშიშია იქ წასვლა“, - აღნიშნა ევგენ ტკაჩოვმა, ქალაქის მცხოვრებმა.

ანალიტიკოსები, ისევე როგორც უკრაინელი სამხედროები, ელიან, რომ რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს უახლოეს დღეებში და შეეცდება გამოიყენოს თავისი უპირატესობა ვიდრე, 61 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღი ფრონტის ხაზს მიაღწევს.

„მოწინააღმდეგეს ესმის, რომ უკრაინას აკლია თვითმფრინავები, საზენიტო სისტემები და საბრძოლო მასალები, რომ მას არ ჰყავს იმდენი ჯავშანტექნიკა, რამდენიც მათ აქვთ“, - განაცხადა ფედორენკომ.

მან დასძინა, რომ რუსეთს ასევე ესმის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მალე ჩვენ მივიღებთ საჭირო იარაღს. ამიტომ, ოკუპანტი შეძლებისდაგვარად იმოქმედებს მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობაში.