Loading data...
ომის დაწყებიდან, უკრაინიდან უკანონოდ გასვლის მცდელობისას, 30-მდე უკრაინელი კაცი დაიღუპა - უკრაინის სასაზღვრო სამსახური

დაახლოებით 30 უკრაინელი კაცი დაიღუპა უკრაინის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთისას, მათ რუსეთის წინააღმდეგ ომში ბრძოლა არ სურდათ, - მის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

ზოგიერთი დაიღუპა მთის მდინარის გადალახვის ან მთების გადასვლის მცდელობისას. საერთო ჯამში, სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, 30-მდე ადამიანი დაიღუპა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას“, - განაცხადა სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ანდრი დემჩენკომ.

ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, უკრაინის საომარი მდგომარეობის თანახმად, 18 -დან 60 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქე კაცებს საომარი მდგომარეობის გამო ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციითვე, 24 კაცი დაიღუპა უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე მდინარე ტისას გადაკვეთის მცდელობისას.

„საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობები ყოველდღე ხდება“, - განაცხადა დემჩენკომ.

დემჩენკოს ცნობით, ომის დაწყებიდან სასაზღვრო სამსახურმა გამოავლინა 450-მდე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც ადამიანებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდნენ.