Loading data...
ფრონტზე 115 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

რუსებმა შეტევები განახორციელეს ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.

გასული 24 საათის განმავლობაში 115 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, მთლიანობაში მოწინააღმდეგემ 5 სარაკეტო და 47 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის რაიონებში 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. 

შეჯამებაში ნათქვამია, რომ კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 9 თავდასხმა ხარკოვის ოლქის და ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას დასახლებებზე.

„ლიმანის მიმართულებით მოწინააღმდეგის  მიერ ავიაციის მხარდაჭერით განხორციელებული 13 თავდასხმა, თუმცა მოიგერიეს.

პარალელურად, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს 33 თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ბილოგორივკას დასახლებების რაიონებში, სადაც ოკუპანტი ავიაციის მხარდაჭერით ცდილობდა ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, ავდეევკის მიმართულებით, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 24 თავდასხმა, სადაც დამპყრობელი ავიაციის მხარდაჭერით ცდილობდა, უკრაინული ქვედანაყოფების ოკუპირებული ხაზებიდან განდევნას.

ამავდროულად, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას, სადაც ოკუპანტმა, ავიაციის მხარდაჭერით, 20-ჯერ სცადა გარღვევა.

ორეხოვოს მიმართულებით, ოკუპანტმა, ავიაციის მხარდაჭერით, 7-ჯერ შეუტია უკრაინელი დამცველების პოზიციებს.

ხერსონის მიმართულებით ოკუპანტი არ თმობს განზრახვას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაარტყას უკრაინულ შენაერთებს. ასე რომ, გასული დღის განმავლობაში მან 3 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა უკრაინის ჯარების პოზიციებზე“, - აცხადებენ გენშტაბში.