Loading data...
ფრონტზე 122 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 122 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რეზიუმეშია ნათქვამი, ოკუპანტმა 8 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინული ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

ამავე ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით ჯარისკაცებმა მოიგერიეს 6 თავდასხმა ხარკოვის ოლქის  აღმოსავლეთით.

„ლიმანის მიმართულებით ოკუპანტის 21 შეტევა მოიგერიეს მაკიივკას, ნევსკის და სერებრიანსკის სატყეო მეურნეობაში ლუგანსკის ოლქში.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 33 თავდასხმა ლუგანსკის ოლქში.

ავდეევკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 33 თავდასხმა დონეცკის რეგიონის არხანგელსკის, კერამიკის დასახლებებში.

ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ დამპყრობლის შეკავება, სადაც მოწინააღმდეგე 18-ჯერ ცდილობდა უკრაინული ჯარების თავდაცვის გარღვევას.

ორეხოვოს მიმართულებით ოკუპანტმა 5-ჯერ შეუტია უკრაინული დამცველების პოზიციებს დონეცკის ოლქის სტარომაიორსკის რაიონებში.

ხერსონის მიმართულებით, ოკუპანტი არ თმობს თავის განზრახვას, დაარტყას უკრაინულ ქვედანაყოფებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ასე რომ, გასული დღის განმავლობაში მან 2 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა უკრაინული ჯარების პოზიციებზე.

გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის 12 ზონას დაარტყეს. ასევე, ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს ოკუპანტია 2 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

სარაკეტო ჯარების ნაწილებმა დააზიანა პერსონალის 1 საკონცენტრაციო უბანი და 1 მტრის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი“, - აცხადებენ გენშტაბში.