Loading data...
უკრაინაში შესაძლოა, კერძო სამხედრო კომპანიები შეიქმნას

უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანიების შექმნას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანიებს უფლება ექნებათ იფუნქციონირონ ქვეყნის საზღვრებს გარეთ - დაიცვან ობიექტები, ადამიანები და ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიები.

დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც უკრაინის წინაშე ომის დასრულებისა და სამხედროების დემობილიზაციის შემდეგ დადგება.

„ომის შემდგომი უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობა, რომელსაც ექნება განადგურებული დასახლებების, ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის და რეფორმების გატარების ვალდებულება, დასჭირდება უსაფრთხოების სექტორში სტაბილურობა, დამატებითი ინვესტიციები და შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში“, - წერია სახალხო დეპუტატის, სერგეი გრივკოს მიერ ინიცირებულ დოკუმენტში. 

კანონპროექტის მიზნებია:

  • უსაფრთხოების შიდა და გარე დონის ამაღლება;
  • უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა;
  • საზოგადოების განვითარება და უსაფრთხოება;
  • დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების დახმარება;
  • სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაცია;
  • დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადეკვატური ფინანსური მხარდაჭერის გაწევა.