Loading data...
ბლინკენი: „ჰამასთან“ გასამკლავებლად უკეთესი გზებიც არსებობს, რომელიც რაფაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ მოითხოვს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მან ისრაელის ლიდერებს რაფაში შეჭრასთან დაკავშირებით აშშ-ის მკაფიო პოზიცია კიდევ ერთხელ განუცხადა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ საპასუხოდ მათ უკეთესი გზები შესთავაზა. 

„ჩვენი პოზიცია ნათელია. ის არ შეცვლილა და არც შეიცვლება. მხარს ვერ დავუჭერთ რაფაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ეფექტური გეგმის გარეშე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ ასეთი გეგმა არ გვინახავს“, - უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, „ჰამასთან“ გასამკლავებლად უკეთესი გზებიც არსებობს. 

„არსებობს სხვა გზებიც, ჩვენი აზრით, უკეთესი გზები, რომელიც რაფაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ მოითხოვს. ჩვენ ისრაელის ლიდერებს ამის შესახებ ვესაუბრეთ და ამ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბლინკენმა.