Loading data...
ჩინეთში ავტომაგისტრალის ჩამონგრევას 24 ადამიანი შეეწირა

სამხრეთ ჩინეთში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩამონგრევას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ავტომაგისტრალის ჩამონგრევა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ნანგრევებში 20 ავტომობილი მოჰყვა. ჩამონგრუელი მონაკვეთის სიგრძე 18 მეტრს შეადგენს.

ადგილზე სამაშველო სამსახურის 500 თანამშრომელი იყო მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა მეწყერი გამოიწვია, რომელმაც ავტომაგისტრალის ესტაკადის საყრდენი დააზიანა.