Loading data...
ენტონი ბლინკენი: დროა, „ჰამასის“ მძევლები სახლებში დაბრუნდნენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვლავ მოუწოდებს „ჰამასს“ დაეთანხმოს შეთანხმებას, რომელიც მაგიდაზე დევს.

ბლინკენის თქმით, დროა მძევლები ოჯახებში დაბრუნდნენ.

„ამ ძალიან რთულ დროსაც კი ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მძევლებს სახლში დააბრუნებს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამის მიღწევა ვერ ხდება, ეს „ჰამასია“. მაგიდაზე დევს შეთავაზება და, როგორც ვთქვით, არანაირი შეფერხება არ უნდა არსებობდეს. დადგა დრო, მძევლები ოჯახებში დაბრუნდნენ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ვიზიტის დროს.