Loading data...
იერუსალიმში ენტონი ბლინკენის და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა მიმდინარეობს

იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც The Times of Israel წერს, შეხვედრაზე მხარეები უფრო ვრცლად განიხილავებ სამომავლო თანამშრომლობას.

არსებული ცნობით, შეხვედრას ისრაელის მხრიდან ესწრებიან პრემიერის მრჩეველები ნაციონალური უსაფრთხოების, პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებში; აგრეთვე, შეხვედრაზე იმყოფებიან ნეთანიაჰუს სამხედრო მდივანი, პოლიტიკური მრჩეველი და ისრაელის ელჩი აშშ-ში.

ხოლო ენტონი ბლინკენს თან ახლავს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის ჰუმანიტარულ საკითხებში ლიზა გრანდე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთში ბარბარა ლიფი და აშშ-ის ელჩი ისრაელში.