Loading data...
ჯოზეფ ბორელის მიერ X-ში საქართველოზე გამოქვეყნებულ პოსტს პროტესტი მოჰყვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის საქართველოსთან დაკავშირებით სტატუსს X-ში პროტესტი მოჰყვა. მომხმარებლები ბორელს ირანთან კავშირში, უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევაში და არეულობის დაფინანსებაში სდებენ ბრალს.

„კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ისინი უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს გმობენ. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს. მის დაშლისთვის ძალის გამოყენება დაუშვებელია“, - დაწერა ჯოზეფ ბორელმა X-ში.

ამ სტატუსს მომხმარებლები პასუხობენ:

„თქვენ მხარს არ უჭერთ მშვიდობიანი აქციების ჩახშობას და ამასთანავე არ ეთანხმებით იმას, რასაც ისინი აპროტესტებენ“, - წერს მომხმარებელი თაიბერიუსი.

„ეს კიდევ ერთი მაიდანია, ალბათ მალე სნაიპერების დაფინანსება მოგიწევთ“, - წერს ანტონიო დომენე.

„თქვენ ხართ ორპირი ადამიანი“, - წერს ანტონიო ჰაჩენი.

„რატომ არ ეხმაურებით ძალადობას სტუდენტებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გერმანიასა და საფრანგეთში, რომლებიც ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს აპროტესტებენ“, - წერს ერიკ ბ.

„თქვენ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტზე საუბრობთ?“ - წერს მომხმარებელი ემილ მალეკი.

„თქვენ რატომღაც გამოგრჩათ რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტები. ალბათ ახლა სახის შენარჩუნება გსურთ. ძალიან სამარცხვინოა“, - წერს ჰასან ალსულთანი. 

„თქვენ ხომ მხოლოდ მკვლელობებს, ძალადობას და აგრესიას აფინანსებთ, ისტორია თქვენ განაჩენს გამოგიტანთ, ძალიან სამარცხვინოდ იქცევით, ბატონო ბორელ“, - წერს მომხმარებელი მის რსალანი.

„ძალიან სასაცილო ხართ, გაჩერდით რა. სერიოზულად არავინ აღგიქვამთ. ამ სიტყვებს არანაირი ძალა არ აქვს. თქვენ დღემდე იცავთ თქვენს მეგობრებს ირანის რეჟიმში“, - წერს Kave t.

„ბატონო ჯოზეფ, აგვიხსენით, რატომ აფრიალებენ აქციის მონაწილეები ევროკავშირის დროშებს. და რატომ არიან ისინი კანონის წინააღმდეგნი, რომელიც ავალდებულებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მიუთითონ, თუ საიდან იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან?“ - წერს YHM.

„რა მნიშვნელობა აქვს ამ თქვენს დაგმობებს, როდესაც ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდებით და მათ ხელს ართმევთ?“ - წერს Shabnam S.

„თქვენს საქმეს მიხედეთ რა. აშშ-ის უნივერსიტეტებში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებზე ძალადობაზე არაფერს ამბობთ“, - წერს Jack.

„ეს არის აშშ-ის მიერ დაგეგმილი მორიგი მაიდანი. ბატონო ბორელ, დიდი ხანია თქვენ ურსულა ფონ დერ გენოციდისგან სმს არ მიგიღიათ? ბატონო ბორელ. მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე არ დაგპატიჟეს? ალბათ არა, თქვენ ხომ კიევის რეჟიმის ძალიან სერიოზული დამფინანსებელი ხართ“, - წერს Cypruss Free Press.