Loading data...
კულება: უკრაინა არ ემზადება ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისთვის

უკრაინა არ ემზადება ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის დახმარებაზე კენჭისყრამდე ტრამპმა განიცადა ზეწოლა სკეპტიკოსების მხრიდან საკუთარ რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა გაჩუმებულიყო.

„მე არ ვიცი, რა მოხდება ხვალ ან როგორ მოიქცევა აშშ-ის პოლიტიკური ელიტა. რაც ჩვენ ვისწავლეთ დონალდ ტრამპის, როგორც პრეზიდენტის, პირველი ვადის დროს, არის ის, რომ ნებისმიერი კრიზისიდან ყოველთვის არის გამოსავალი“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2014 წელს რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ იმდენი გამოცდა გაიარა, რომ „გადაჭარბების გარეშე, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის“.