Loading data...
უკრაინული დრონებმა რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

რუსეთის რიაზანის ოლქში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც რეგიონის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, შეტევის დროის არავინ დაშავებულა. ტელეგრამ-არხების ცნობით, იერიშის დროს ბავთობგადასამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დრონების ძრავის ხმები და შემდეგ აფეთქებები გაიგეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა რიაზანის ოლქში ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ასევე სამი დრონი ვორონეჟის ოლქში იყო განადგურებული და თითო-თითო ბელგოროდის და კურსკის ოლქებში.