Loading data...
ზელენსკი: რუსეთის შეტევა ხარკოვის მიმართულებით შევაჩერეთ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღეს დილით ხარკოვის მიმართულებით რუსეთის შეტევა შეაჩერეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია

 „დილის 7-8 საათისთვის ამ მიმართულებით სასტიკი საარტილერიო ბრძოლა გაიმართა, თუმცა ჩვენ ის შევაჩერეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების ასეთი ქმედებებისთვის მზად იყვნენ.

რუსეთმა ამ მიმართულებით კონტრშეტევის ტალღა დაიწყო. თუმცა უკრაინა მათ იქ ჩვენი ჯარებით, ბრიგადებითა და არტილერიით დახვდა. მნიშვნელოვანია, რომ დამპყრობლებს ამ მიმართულებით საკუთარი ძალების გაზრდა შეეძლოთ, ეს ფაქტია. მაგრამ ჩვენმა სამხედრო მეთაურობამ ეს იცოდა და შეაფასა საკუთარი ძალები, რათა მტერს ცეცხლით დახვედროდა. ჩვენ თავდასხმა საარტილერიო ცეცხლით გავაჩერეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.