Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე: არავის მივცემთ საშუალებას, საქართველოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების გზა ეჭვქვეშ დააყენოს

„მინდა შევახსენო „ნორჩ ლელოელებს“, „ნორჩ ნაცებს“ „გვარამიას მიმდევრებს“ და „ნორჩ მელიებს“, რომ საქართველომ ძალიან ბევრი ქარტეხილი გამოიარა. ჩვენ ყველა გამოწვევას, ერთობლივი ძალებით, აუცილებლად დავძლევთ და სანამ ახალგაზრდობის სახელით საუბარს გადაწყვეტთ - კარგად ნახეთ გუშინდელი ჩვენი მსვლელობა, სადაც უამრავი ადამიანი გაერთიანდა საერთო იდეალების გარშემო“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ამ იდეალების გარშემო დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ერთიანდება.

„ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების გზა ეჭვქვეშ დააყენოს. „მამული, ენა და სარწმუნოება“ - ამ იდეალების გარშემო დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ვერთიანდებით და ვერავინ შეძლებს ჩვენი ამ გზიდან გადაყვანას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.