Loading data...
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 16.

პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები არჩეულია 5 წლის ვადით.