Loading data...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.