Loading data...
თბილისში, რამდენიმე ადგილზე, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

თბილისში, რამდენიმე ადგილზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან.

კერძოდ, ე.წ. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ნაგვის ურნები და ჩახერგილი აქვთ გზა.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ავტომობილების მძღოლებს, უკან გაბრუნდნენ ან ავტომობილები დატოვონ და აქციას შეუერთდნენ.

ამასთანავე, აქციის მონაწილეების ნაწილი რჩება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან.