Loading data...
French Football Weekly: კვარაცხელია „ბარსელონაში“ არ წავა, ეს ინფორმაცია „ნაპოლიზე“ ბერკეტის მოსაპოვებლად გავრცელდა

მარცხენა ფლანგი ერთ-ერთი მთავარი პოზიციაა, რომლის გაძლიერებაც „ბარსელონას“ ზაფხულში სურს, მაგრამ „ბარსელონა“ ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერს არ განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა French Football Weekly-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია ბარსაში არ წავა, ის ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს„ ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტზე.

„ბოლო დროს „ბარსაში“ მარცხენა ფლანგზე რაფინია თამაშობდა, სადაც მას პერიოდულად ჟოაო ფელიქსი და ფერან ტორესი ცვლიდნენ. კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბია. მისი წარმომადგენლები ამჟამად „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. „ბარსელონაში“ მიიჩნევენ, რომ კვარაცხელიასადმი მათ ინტერესზე გავრცელებული ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის აგენტმა „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებში ზემოქმედების მოსაპოვებლად გამოიყენა.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ბარსელონა“ ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერს არ განიხილავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კატალონიურ კლუბს ფინანსური სირთულეები აქვს, ასეთი ძვირად ღირებული გარიგება ნაკლებად სავარაუდოა“, - წერს French Football Weekly-ი.