Loading data...
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია!

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება. 

ეს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალია.

ვაჟა მარგველაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ოთხი (2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) მედალი აქვს მოპოვებული.